გიორგი ვოლსკი: საქართველოს მაჩვენებლები ყველა დარგში ძალიან წინ წაწეულია 2012 წელთან შედარებით
“საქართველოს მაჩვენებლები ყველა დარგში არის ძალიან წინ წაწეული 2012 წელთან შედარებით. აქედან გამომდინარეობს ყველა ის ციფრები, რომელიც „გორბის“ კვლევაშია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ნგრევა გარდაუვალია.
„ყველასთან მაგიდაზე, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის სამუშაო ოფისებში, დევს ის კვლევები, რომელიც ჩაატარა ყველაზე მაღალი ავტორიტეტის და ნდობის მქონდე ორგანიზაციებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ანალიტიკურმა საბჭომ, სხვა არაერთმა ცნობილმა ინსტიტუტმა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მაჩვენებლები ეკონომიკის დარგში, ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში არის ძალიან წინ წაწეული 2012 წელთან შედარებით. რა საკვირველია აქედან გამომდინარეობს ყველა ის ციფრები, რომელიც „გორბის“ კვლევაშია. და მეორე მაჩვენებელი კიდევ, ვინ არის სტაბილურობის მხარეს და ვინ არის იმ დაძაბულობის და დესტაბილიზაციის მხარეს, რომელიც საქართველოს აუცილებლად მოუტანს ნგრევას თუ კი გაიმარჯვებს რადიკალური ოპოზიციის ფრთა, ანუ კოლექტიური “ნაცმოძრობა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.