პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა ღაზის სექტორში ვიზიტი დააანონსა

თქვენი და მთელი მსოფლიოს წინაშე ვაცხადებ, რომ გადავწყვიტე ღაზის სექტორში წასვლა ყველა პალესტინელ ლიდერთან ერთად, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა.

აბასმა მოუწოდა არაბული, ისლამური და სხვა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, ასევე გაეროს გენერალურ მდივანს, შეუერთდნენ მის დაგეგმილ ვიზიტს, რათა ხელი შეუწყონ ისრაელის აგრესიის შეჩერებას.

“ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი იქნება წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ჩვენი მარადიული დედაქალაქი”, –  აღნიშნა მან.

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი, აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო არის ერთი გეოგრაფიული ერთეული.

“არ შეიძლება იყოს პალესტინის სახელმწიფო ღაზას გარეშე. მათ, ვინც საუბრობს ღაზის ომის შემდგომ სცენარებზე, ჩვენ ვეუბნებით, რომ ღაზა, დასავლეთ სანაპირო და იერუსალიმი არის ერთიანი ერთეული, რომელიც ერთად ქმნის პალესტინის სახელმწიფოს”,- განაცხადა აბასმა.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 40 000-ზე მეტი ადამიანი – ძირითადად ქალები და ბავშვები, ხოლო დაშავდა 92 400-ზე მეტი ადამიანი.

იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით, ისრაელს ბრალი ედება გენოციდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები