ლუკაშენკო რუსეთსა და უკრაინას მშვიდობისკენ მოუწოდებს
მოდი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მოდი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა. ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ეს მხოლოდ დასავლეთში სჭირდებათ. მე არ შემიძლია ფაქტების გამჟღავნება, რადგან გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგჯერ მაღალი რანგის პიროვნებები ამბობენ, დაე, რუსებმა და უკრაინელებმა იბრძოლონ ერთმანეთში და ყველა დაიღუპოს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია და არ გვინდა ომი მთელი ნატოს წინააღმდეგ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
აღსანიშნავია, რომ კურსკის ოპერაციის ფონზე, ლუკაშენკომ ახლახან გაგზავნა ჯარები უკრაინის საზღვარზე, რათა დაეხმაროს რუსეთს უკრაინის ჯარების შეჩერებაში.