ჯონ კირბი: პუტინი შეშფოთებულია კურსკში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ აშშ კრემლისგან ბირთვული რიტორიკის ზრდას ვერ ხედავს
თეთრ სახლში უპასუხეს შეკითხვას, შეუძლია თუ არა პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ.
როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პუტინი შეშფოთებულია, მაგრამ შეერთებული შტატები კრემლისგან ბირთვული რიტორიკის ზრდას ვერ ხედავს.
„თუ პუტინს ჯარი გადაჰყავს იქ [კურსკის ოლქში], ის გარკვეულწილად შეშფოთებულია იმის გამო, რაც ხდება. არ ვიცი ეს სასოწარკვეთად კვალიფიცირდება თუ არა, მაგრამ ის ნამდვილად რეაგირებს იმაზე, რაც ხდება კურსკის ოლქში. მაგრამ ბოლო დღეებში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ესკალაციის შემცველი რიტორიკა, განსაკუთრებით ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კირბიმ.