ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინას სრული უფლება აქვს, ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

უკრაინას სრული უფლება აქვს, ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

“უკრაინას სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იარაღი რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და ეს არ გამორიცხავს ოპერაციების ჩატარებას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე. აღჭურვილობის გადაცემისას ჩვენ ვაცხადებთ, რომ ის უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”, – აცხადებენ ბრიტანეთის სამინისტროში.

თუმცა, შეზღუდვები ძალაში რჩება ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი მანძილის, “Storm Shadow” რაკეტების გამოყენებაზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ცნობისთვის, ბოლო ორ კვირაში, უკრაინამ პირველად განახორციელა ასეთი მასშტაბური თავდასხმა რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები