FT : რუსეთმა და უკრაინამ კურსკის ოლქში ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს
მოსკოვმა კურსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაპატიმრებული ტყვეების გაცვლის შესახებ კიევთან მოლაპარაკებები დაიწყო,- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა , რომ 14 აგვისტოს, რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა დაუკავშირდა მას ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად.
ლუბინეცის თქმით, მოსკალკოვასთან საუბარმა აჩვენა, რომ მხარეები მალე შეძლებენ წინსვლას მოლაპარაკებებში.
მოსკალკოვას ოფისში რუსი ჯარისკაცების დატყვევებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ზუსტად რამდენი რუსი სამხედრო ჩაიგდო ტყვედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უცნობია. თუმცა, უკრაინული მედია იუწყება, რომ ეს არის რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყველაზე მასიური დაჭერა სრულმასშტაბიანი ომის დროს.