კატარში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კატარის დედაქალაქ დოჰაში, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, ამერიკელ და ეგვიპტელ კოლეგებთან და კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად, მოლაპარაკებებში მონაწილეობას „მოსადის“ დირექტორი, დევიდ ბარნეაც მიიღებს.

მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, გაგზავნა თუ არა „ჰამასმა“ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები.

ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წყალობით, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები