გორდულაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ვალდებული არიან, ამ კითხვებზე გასცენ პასუხები
„ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან აფილირებულ პირებს კვლავ აქვთ მცდელობა, რომ მათი დანაშაულები როგორმე ჩაიფარცხოს, როგორმე თავი გაიმართლონ, რის მაგალითიც იყო მათ შორის, ტალიავინის ინტერვიუ. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით როგორც აგვისტოს ომში, ასევე, მანამდე, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
“მათ ასევე ომის შემდგომ პერიოდში მთელი რიგი ღონისძიებები და ქმედებები განახორციელეს, მაგალითად, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსეთს, მხარი დაუჭირეს რუსეთს, რომ ის გაწევრებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მთელი რიგი მათი საქმეები მხოლოდ და მხოლოდ რუსულ წისქვილზე ასხამდა წყალს. რა თქმა უნდა, ვალდებული არიან, ამ კითხვებზე გასცენ პასუხები”, – აღნიშნა დეპუტატმა.