ჭიათურის ს. კავსაძის სამუსიკო სკოლამ კულტურის სამინისტროსაგან ახალი სასწავლო წლის ძვირფასი საჩუქარი მიიღო
14
ჭიათურის ს.კავსაძის სამუსიკო სკოლას ახალი საკონცერტო როიალი გადაეცა საჩუქრად. სამუსიკო სკოლის დირექცია სოციალურ ქსელში მადლობას უხდის კულტურის სამინისტროს და პირადად – თეა წულუკიანს.
„ააიპ.ჭიათურის ს.კავსაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლა მადლობას მოახსენებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს ახალი საკონცერტო როიალის ბრენდი „PEARL RIVER”-ის შეძენისათვის,რომელიც გადაეცა სკოლას პროექტში – „მუსიკალური ინსტრუმენტების განახლების შესახებ ” წარმატებით მონაწილეობისათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.