ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარეზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი ადიდებულ წყალში ჩავარდა. მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარეში მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან მყვინთავები.