რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა – “ზელენსკი სულელურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის”

უკრაინის პრეზიდენტმა წამოიწყო მთელი რიგი უგუნური ნაბიჯები, რადგან მისი მთავარი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკულ ელიტაში ზელენსკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

„როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიაში სულ უფრო და უფრო ისმის მათი ხმები, რომლებიც გამოთქვამენ ეჭვებს კიევის მიერ მიღებული მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების მიზანმიმართულ ხარჯვასთან დაკავშირებით. ზელენსკი სულელურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები