ბრიტანეთი ირანს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა, ირანის ახალ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, მასუდ პეზეშკიანს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან,- ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის ღრმად შეშფოთებულია რეგიონში არსებული სიტუაციით და კონფლიქტის ყველა მხარეს დეესკალაციისკენ და რეგიონული კონფრონტაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. შეცდომის დაშვების დიდი რისკი არსებობს და ახლა სერიოზულად დაფიქრების დრო დადგა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტარმერმა ასევე მოუწოდა ირანს, არ დაესხას თავს ისრაელს, რადგან ომი არავის ინტერესებში არ შედის. ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის მტკიცებით, სტარმერმა ასევე დაადასტურა მისი ერთგულება ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დატყვევებული ადამიანის გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიმართ.

2021 წლის მარტის შემდეგ, ეს არის პირველი ზარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები