IDF-ის სპიკერი: ირანის ან „ჰეზბოლას“ მხრიდან პოტენციური თავდასხმის გამო, ისრაელის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანის მიერ ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის მიუხედავად, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საგანგებო მითითებებში ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის.
მისი თქმით, სამხედროები მზადყოფნაში არიან ირანის ან „ჰეზბოლას“ მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის.
„ბოლო დღეებში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენს მტრებს და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით „ჰეზბოლასა“ და ირანს. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენი მტრების განცხადებებს და ამიტომ მზად ვართ თავდაცვისა და თავდასხმისთვის უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
მანვე დასძინა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა გაზარდეს პატრულირება ლიბანის თავზე „საფრთხის აღმოსაჩენად და შესაჩერებლად“.