მედია: ირანმა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მოამზადა, ისე, როგორც ეს აპრილში განხორციელებული თავდასხმის წინ გააკეთა
ირანმა მოამზადა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები, ისე, როგორც აპრილში, თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის წინ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც ისრაელელი ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ისრაელს და არც აშშ-ს არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ ირანის მხრიდან საპასუხო თავდასხმის ზუსტი დრო.
„ირანელები ღიად აფიქსირებენ ისრაელზე მნიშვნელოვანი თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა მათი საჯარო განცხადებებისა, რომ თავდასხმა აპრილში განხორციელებულ თავდასხმაზე მასშტაბური იქნება, ირანის საჯარო განცხადებები არ მოიცავს რაიმე სახის უკან დახევას“, – ციტირებს რავიდი ისრაელელი მაღალჩინოსნის სიტყვებს.