ქართველი მსახიობისა და საბავშვო პოეტის – გივი ჭიჭინაძის დაბადებიდან 90 წელი გავიდა

ქართველი მსახიობისა და საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის, დაბადებიდან 90 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გივი ჭიჭინაძის ხსოვნას, მის დამსახურებას ქართული საბავშვო პოეზიისა და, საერთოდ, ეროვნული კულტურის წინაშე.
გივი ჭიჭინაძემ 1957 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და სამსახიობო კარიერა სოხუმის სახელმწიფო თეატრში დაიწყო, ხოლო 1960 წელს რუსთაველის თეატრში გადავიდა. ორივე თეატრის სცენაზე არაერთი სახე შექმნა. მრავალი როლი განასახიერა კინოშიც, მათ შორის, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“.
და მაინც, მის მთავარ საქმედ და მოწოდებად საბავშვო პოეზია იქცა. ქართველმა ბავშვებმა ადვილად შეიყვარეს მისი ლექსები, რომელთაც იშვიათი ბუნებრიობა, სილაღე, ბავშვის ხასიათის ცოდნა და კლასიკური უბრალოება გამოარჩევთ.
ბავშვებისათვის მიმზიდველია გივი ჭიჭინაძის პოეტური სამყარო და საბავშვო ლექსები, რომლებიც თაობებს გაჰყვება.
გივი ჭიჭინაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და შიო მღვიმელის სახელობის პრემია, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები