მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობაზე“: შინდისის გმირების თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან – ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება

წლების განმავლობაში 8 აგვისტო იყო 8 აგვისტო, ფილმიც გადაიღეს 08.08.08, მერე რაღაცის გამო გახდა 7. რა არის ეს რაღაცა?, – ამის შესახებ პარლამენტის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს სამართლებრივი შეფასება სჭირდება.

„პოლიტიკური პასუხი ერთია, ამას ვაკეთებთ მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სწორედ ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც. ჩაღრმავებული სამართლებრივი შეფასებაც.

წლების განმავლობაში 8 აგვისტო იყო 8 აგვისტო, ფილმიც გადაიღეს 08.08.08, მერე რაღაცის გამო გახდა 7. რა არის ეს რაღაცა? შინდისის გმირების ისტორია 11-ში დაიწერა ხომ? იქ ამბები ხდებოდა, სათითაო ეპიზოდის, წამების სიზუსტით გადმოცემის შემთხვევაში ადამიანს არაბუნებრივი ქართული, გმირული საქციელისგან გამოწვეული ემოცია რომ არ დაგეუფლოს, წარმოუდგენელია. ეს თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები