რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, 11 დრონი კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 – ბელგოროდში, 2 კი – ვორონეჟში.

„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატი“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები