ირაკლი ჩიქოვანი – ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე: გამოვხატე ჩემი გულის ტკივილი და გაკვირვება, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ვაგრძელებთ მზადებას იმისათვის, რომ 2025 წელს ასევე ჩავატაროთ საერთაშორისო წვრთნები

ვისაუბრეთ და გამოვხატე ჩემი გულის ტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისათვის, რომ 2025 წელს ასევე ჩავატაროთ საერთაშორისო წვრთნები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ამერიკული კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განაცხადა.

„მქონდა შეხვედრა ამერიკული კონგრესის დელეგაციასთან. საუბარი, რომელიც წარიმართა თავდაცვის სამინისტროში, ეხებოდა თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. გვქონდა საუბარი იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს თანამშრომლობა არის სასარგებლო არა მხოლოდ ქართული მხარისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. მეორეს მხრივ, ვისაუბრეთ იმაზე, რომ გვაქვს მიმდინარე პროექტები, თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის დეპარტამენტს აშშ-თან და ეს პროექტები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე ვისაუბრეთ და გამოვხატე ჩემი გულის ტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისათვის, რომ 2025 წელს ასევე ჩავატაროთ საერთაშორისო წვრთნები. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბარი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, საკითხზე საუბარი არ გვქონია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები