მაიკ ტერნერი: გვაღელვებს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა, ამისთვისაც ვართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი, ასევე, მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეს მყარი ურთიერთობები
ამერიკას სურს, იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისთვის გვაქვს ზუსტად პარტნიორობა. გვაღელვებს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. ამისთვისაც ვართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი, ასევე, ჩვენი ერთგულება, გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ურთიერთობები, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა განაცხადა.
მისი თქმით, იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ელოდებიან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
„ეს გახლავთ ორპარტიული ვიზიტი შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს. სამუშაო, რომელიც ჩვენ აქ გავწიეთ, იღებს მხარდაჭერას როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და ორივე პარტიაში. ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად. სამყაროში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს, მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისთვის გვაქვს ზუსტად პარტნიორობა. გვაღელვებს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. ამისთვისაც ვართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი, ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის. იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველოდებით იმ დროს, როცა გაუმჯობესდება ეს ურთიერთობები“, – განაცხადა მაიკ ტერნერმა.