გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია.
ქართველმა ფალავანმა ფინალში ამინ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ნანატრ ოქროს დაეუფლა. 30 წლის პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო. მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 აჯობა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს ფინალში იჭიდავებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ), ოლიმპიური ოქროსთვის ის ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები