მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: მოახლოებულ არჩევნებთან ერთად დაიწყეს სრულიად შეცვლილი საუბარი მშვიდობასა და ომზე 

“მოახლოებულ არჩევნებთან ერთად დაიწყეს სრულიად შეცვლილი საუბარი მშვიდობასა და ომზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ მშვიდობას საქართველოში, ამას გავუფრთხილდით და ამის გამო პრობლემა შეგვექმნა იგივე უკრაინულ მხარესთან. დააკვირდით ბოლო დროს რადიკალურად შემოტრიალებულ პოზიციებს, რომელსაც აფიქსირებს ხან ბატონო გვარამია, ხან ბატონი ვაშაძე. ისინი ადრე ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ანტიამერიკელებად და ანტიევროპელებად გვასახელებდნენ, ახლა საზოგადოებას ეუბნებიან რომ მშვიდობის ფასი ამ ქვეყნისთვის არაფერია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ “ქრონიკაში” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები