არჩილ თალაკვაძე – „ნაცმოძრაობაზე“: ყველა, ვინც არღვევდა კანონს, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე

„ვისთვის ურმით, ვისთვის მატარებლით, მაგრამ სამართალი საბოლოოდ მაინც მოვიდა. რა თქმა უნდა, რჩებიან ადამიანები და ასევე, რადიკალი ლიდერები, რომლებიც დღემდე უტიფრად განაგრძობენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის” მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც კანონს არღვევდა, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

„ჩვენ გვჯერა და ჩვენს საზოგადოებასაც სურს იგივე, რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ საკუთარ დანაშაულებზე, ის, რაც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და ერის წინაშე. ჩვენ შევძლებთ, რომ ხალხთან ერთად ქვეყანა ევროპულ გზაზე დაგვებრუნებინა. რაც მთავარია, ადამიანი დაბრუნდა სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და სახელმწიფოს აზროვნების ცენტრში და ეს მომავალშიც ასე იქნება. ყველა, ვინც ამას უპირისპირდებოდა და არღვევდა კანონს, რა თქმა უნდა, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, იმ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ომიდან ორ თვეში, ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე ხელის მოწერით ჩაიდინა, ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები