დავით მათიკაშვილი: არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით სტრატეგიულ დახმარებას და მეგობრობას და არა იმ, ბევრ შემთხვევაში ზღვარგადასულ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ საქართველოში ხელისუფლების არასამართლებრივად, არაკანონიერად შეცვლისკენ არის მიმართული. დაელოდონ არჩევნებს. არა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში და პეკინში, არამედ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების და არა გაუარესების კუთხით წარმართული”, – განაცხადა მათიკაშვილმა.