არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ
“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება.
„ხელფასებსაც იღებენ დღევანდელი ლიდერები რადიკალური ოპოზიციიდან, პირდაპირ რუსეთიდან და რუსული ორგანიზაციებიდან. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ადამიანი, ვინც ოჯახთან ერთად, წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და ბუნებრივია, სახლი ჰქონდა და იმის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საკუთარ სახლში ეცხოვრა. ახლა არჩევნების წინ, მათ აქედან გამოაცხვეს რაღაც უნიათო სენსაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.