ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის მხარეს, რაც კანონით დაუშვებელია
მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის მხარეს, რაც კანონით დაუშვებელია.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გაფრთხილებებია საჭირო.
„არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის მხარეს, რაც კანონით დაუშვებელია და მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გაფრთხილებაც შეიძლება უკვე მიეცეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აქ ხდება ღია დემონსტრირება იმისა, რომ უფლება აქვთ, როგორც მათ სურთ, სწორედ ისე იმოქმედონ და არა ისე, როგორც ეს არის განსაზღვრული არა მარტო საქართველოს კანონით, არამედ ზოგადად დემოკრატიულ სამყაროში მიღებული კანონი არის ყველგან, რომ უცხო ქვეყნის ფულით არ შეიძლება პოლიტიკური პროცესების მართვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.