გიორგი ვოლსკი – ოპოზიციის ტრენინგებზე: ეს მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციას ხელი შეუწყონ ახალგაზრდებმა
„თუ კი ეს პროექტი ფინანსდება, რა საკვირველია, ეს არის სწორედ ის შეშფოთება, რაც აისახა იმ კანონში, რომელსაც ჰქვია „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის ტრენინგებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ატარებს „გირჩი-ზურა ჯაფარიძე“ თუ „ზურა-გირჩი ჯაფარიძე“ და მისი ეს კომპანია, მათ შორის ხოშტარია რუსეთიდან დაფინანსებული თავისი ოჯახით, არის მიმართული იმისკენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციას ხელი შეუწყონ ახალგაზრდებმა. და ახალგაზრდები იყვნენ მოტყუებულები, გონება გამორეცხილები და ჩართულები იმ პროცესებში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარება საქართველოში. და თუ კი ეს პროექტი ფინანსდება, რა საკვირველია ეს არის სწორედ ის შეშფოთება, რაც აისახა იმ კანონში, რომელსაც ჰქვია „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საგურამოში, ლიბერალური აკადემია ლექცია-სემინარები დაიწყო, რომელსაც ნიკა გვარამიას პარტია „ახლის“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და ზურა-გირჩი ჯაფარიძის წარმომადგენლები ატარებენ.