ირაკლი კირცხალია: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივ რეჟიმს სამართლებრივი პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ რეჟიმს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.

„იმ მოღალატეობრივ ქმედებებზე, რასაც ერქვა რუსეთის მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკით ძაგება, ხოლო ქმედებით 100 პროცენტით რუსული საქმის კეთება, ამას როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივად პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამის საფუძველს ის ისტორიული გამარჯვებები გვაძლევს, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ სტრასბურგსა და ჰააგაში მოიპოვა. 9 აგვისტოს განაჩენით ჩვენ ისეთი პროცესი მოვიგეთ, როდესაც რუსეთს ამ ყველაფრის გასაჩივრებაც არ შეუძლია. ამ ისტორიული შედეგებით საომარი მოქმედებების დროს ჩვენი გმირი ბიჭების ბრალეულობა თავიდან ბოლომდე გამოირიცხა, მაგრამ ერთი უდიდესი ბრალეულობა რჩება – ეს არის პოლიტიკური ბრალეულობა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მოღალატეობრივ რეჟიმს ეკუთვნის. მას სამართლებრივი პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, ამას ითხოვს განგება, ოჯახები, რომელიც გამოყარეს და იქ დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთი. ეს აუცილებლად აღსრულდება”, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები