დავით მათიკაშვილი – აგვისტოს ომზე: სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ
“სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, ის რაც ქვეყანამ განიცადა, უგუნური პოლიტიკის შედეგია.
„ის დიდი ტკივილი, რომელსაც ჩვენ განვიცდით, სწორედ უგუნური პოლიტიკის შედეგია. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ, იმისთვის, რომ იყოს ზუსტად ხაზგასმული ის, თუ რა დანაშაული მიუძღვის სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის წინაშე. რა არ გააკეთა და რა გააფუჭა საკუთარი ქვეყნის, ხალხის მიმართ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.