ოდიშარია – „ნაცმოძრაობაზე“: მუხლებზე უნდა იდგნენ მუხათგვერდზე საფლავებთან, რადგან მათი უთავბოლო პოლიტიკის გამო ძალიან ბევრი ამ ვაჟკაცთაგან დარჩა ბრძოლის ველზე
“მუხლებზე უნდა იდგნენ ამ საფლავებთან, რადგან მათი უთავბოლო პოლიტიკის, უპასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრი ამ ვაჟკაცთაგან დარჩა ბრძოლის ველზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” უსაშველო მდგომარეობაშია.
„კიდევ ერთხელ ცხადია ჩემთვის, რომ უსაშველო მდგომარეობაში არიან ეს წყალწაღებულები. ეკიდებიან ისეთ ხავსს, რომელსაც მათთვის არანაირი შეღავათის მოტანა არ შეუძლია. ეს ჟონგლიორობა, კლოუნადა თარიღებით… მოვიდნენ [სასაფლაოზე] და ყოველ დღე, სცენ პატივი ჭირისუფალს. მუხლებზე უნდა იდგნენ ამ [მუხათგვერდზე] საფლავებთან, რადგან მათი უთავბოლო პოლიტიკის, უპასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრი ამ ვაჟკაცთაგან დარჩა ბრძოლის ველზე. სხვათა შორის მათვე [წინა ხელისუფლების წევრებმა] მიატოვეს ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა ოდიშარიამ.