უკრაინა მოუწოდებს მექსიკას, დააპატიმროს პუტინი, თუ ის ინაუგურაციაზე ჩავა
მეხიკოში უკრაინის საელჩომ თხოვნით მიმართა მექსიკის მთავრობას, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის 1 ოქტომბერს ჩავა ქვეყნის ახალი რეზიდენტის, კლაუდია შეიბაუმის ინაუგურაციაზე.
“საელჩო დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა 2023 წლის მარტში, ომის დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციისთვის 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის – მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო. დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ”,- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.