შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა

“2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებულ უნდა იქნეს 2008 წლის აგვისტოში თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი.

„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 დაკარგული სოფელი, 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები