გია ვოლსკი: სააკაშვილის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა, სამოქალაქო საზოგადოება გაწირა

უფრო მეტი ბრალდება არსებობს მის მიმართ და ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება,- ამის შესახებ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზეა საუბარი.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა და გაწირა სამოქალაქო საზოგადოება.

„ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა სააკაშვილის ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ გაწირა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც განზრახ არ გამოიყვანა ამ ზონიდან, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა. და სააკაშვილის ხელისუფლება იყო, რომელმაც ჩაშალა ის მოლაპარაკებები, რომელიც საერთაშორისო მონაწილეობით მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი ბრალდება მის მიმართ არსებობს და რასაკვირველია, ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები