ჯიმ რიში: 16 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა – მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სენატორი წერს, მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.
„16 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა და დღემდე რუსეთი აგრძელებს სუვერენული საზღვრების უპატივცემულობას.
მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის კეთებასა და რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას, – წერს რიში.