გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის შესაბამისი აქტით არის დადგენილი, რომ 8 აგვისტოს არის დაწყებული სამხედრო ოპერაციები

სააკაშვილის შესაბამისი აქტით არის დადგენილი, რომ 8 აგვისტოს არის დაწყებული სამხედრო ოპერაციები,- ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ, ომში დაღუპული გმირების, 7 აგვისტოს პატივის მიგებას.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გაურბიან.

“სააკაშვილის შესაბამისი აქტით არის დადგენილი, რომ 8 აგვისტოს არის დაწყებული სამხედრო ოპერაციები. ამიტომ, ის, რომ მათ არ სურთ მათ ოჯახის წევრებს თვალებში ჩახედონ, რომლებიც სამწუხაროდ ომში გმირულად დაეცნენ, ეს მიანიშნებს, რომ ისინი გაურბიან საზოგადოებას. გარდა ამისა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სტილია, ყველაფერს, რასაც იღებს დღევანდელი საზოგადოება და ხელისუფლება, შეეწინააღმდეგონ. ეს ერთი მხრივ, “კარგია”, იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება ხედავს, მათივე ნარატივს, რომ ბრძანებულებით 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს, ახლა შეცვალეს და 7-ში გადიან ძმათა სასაფლაოზე. ჩემი აზრით, ისინი გაურბიან საზოგადოებას,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები