ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-16 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტიდან 16 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი X-ზე.
პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭო კვლავ ღრმად შეშფოთებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობით.