7 აგვისტო მხატვარ გივი ვაშაკიძის დაბადების დღეა
დღეს გივი ვაშაკიძის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, მხატვარს 87 წელი შეუსრულდებოდა.
„გივი ვაშაკიძე სხვა 60-იანელთა სკოლის მხატვრების მსგავსად, ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა „სოციალისტურ რეალიზმს“ და აქტიურად მიჰყვებოდა დასავლურ, მოდერნისტულ ტენდენციებს. მხატვარმა თავის შემოქმედებით მანერად სიურრეალისტური, მეტაფორულ-სიმბოლისტური სამყაროს შექმნა აირჩია. მის ფერწერულ ნამუშევრებში პროტესტი და დაპირისპირება ადამიანსა და რეჟიმს შორის სწორედ ამგვარი სტილისტიკით გამომჟღავნდა. მხატვრის წარმოსახვითი კომპოზიციები გარემომცველ რეალობას ფილოსოფიურ ჭრილში წარმოგვიდგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.