2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ, 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ, 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება, – ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები