მაკა ბოჭორიშვილი – ტერორიზმის საქმეზე: რატომ შეიძლება იყოს სამიზნე ბიძინა ივანიშვილი, ამის გამოცნობა რთული არ არის
რატომ შეიძლება იყოს სამიზნე ბიძინა ივანიშვილი, ამის გამოცნობა რთული არ არის,- ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუსის გამოძიებას.
„რატომ შეიძლება იყოს სამიზნე ბიძინა ივანიშვილი, ამის გამოცნობა რთული არ არის. მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები აწარმოებენ მოკვლევას და შედეგებს ვიხილავთ“, – აღნიშნავს ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.