ლევან მაჭავარიანი – პრეზიდენტზე: მეორეჯერ, თუ მესამეჯერ არღვევს კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და გვევლინება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად
მეორეჯერ, თუ მესამეჯერ კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და გვევლინება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილისგან “გასაკვირი არაფერია”.
„სალომე ზურაბიშვილმა ზოგადად რიტორიკა რომ შეცვალა, ამას უკვე მიჩვეულები ვართ. არამარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რადიკალური ოპოზიციის მიმართაც პოზიცია შეცვლილია. ვხედავთ როგორ არღვევს მეორეჯერ, თუ მესამეჯერ კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და გვევლინება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. შესაბამისად გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გეგმავდა, მიზანი კი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა იყო.