ბანგლადეშში მიმდინარე არეულობის მონაწილეებმა, ქალაქ ჯაშორში, სასტუმრო Zabeer International-ს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა.
ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ გააჩინა სასტუმროში ხანძარი.