მიხეილ სარჯველაძე: სასაცილო გახდა სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით მოიხდის
მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე.
„ითქვა, რომ ოროთახიანი ლუქსიდან, სამოთახიან ლუქსში გადაიყვანეს. სასაცილო გახდა უბრალოდ მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ გაზვიადებული აღმოჩნდება. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე, ამის საჭიროება არც აქამდე არსებობდა და არც ახლა არსებობს. ის მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით, იმისგან განსხვავებით, როგორიც იყო პენიტენციური სისტემა მისი მმართველობის დროს“,- განაცხადა სარჯველაძემ.