არჩილ გორდულაძე: არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც მიზნად ისახავენ იმას, რომ ქვეყანაზე ორიენტირებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან

ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არის კეთილდღეობის და სწორად განვითარების მთავარი გარანტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ სუსის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა

დეპუტატის თქმით, არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაზე ორიენტირებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან.

„ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არის კეთილდღეობის და სწორად განვითარების მთავარი გარანტი. რაც მთავარია, ჩვენი უსაფრთხოების და მშვიდობის მთავარი გარანტი. არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაზე ორიენტირებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. არაერთი გვახსენდება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ჩვენს რეგიონში მომხდარი ფაქტები“, – აღნიშნა გორდულაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები