ირაკლი ქადაგიშვილი- აშშ-დან დაფინანსების სავარაუდო შეჩერებაზე: ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში – საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო

ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში – საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ–ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას.

დეპუტატის თქმით, საკვირველია, რატომ ემთხვევა ამ შემთხვევაში რუსეთის და ამერიკის ქმედებები ერთმანეთს.

“აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გამჭვირვალობის კანონის გამო ხდება ეს ყველაფერი – უფრო დიდი მიზნებია, რის გამოც ხდება დაუსაბუთებელი, უარგუმენტო, მაგრამ ფაქტია, გარკვეული შემოტევა საქართველოზე. ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში – საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო. რატომ ემთხვევა ამ შემთხვევაში რუსეთის და ამერიკის ქმედება ერთმანეთს, ცოტა საკვირველია,რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები