“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ–ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას ეხმაურება.
დეპუტატი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინტერესი აქ არ არის რომელიღაც ერთ კანონში, ინტერესი უფრო გლობალურია.
„გაურკვეველია თვითონ ამ 95 მილიონის მიზნობრიობა რაში იყო. ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტში ეს თანხა ასახული არ არის, აქედან გამომდინარე ალბათ ამას ცალკე ახსნა–განმარტება დასჭირდება.
ზოგადად ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინტერესი აქ არ არის რომელიღაც ერთ კანონში, ინტერესი უფრო გლობალურია და უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული ძალისხმევა საქართველოს ამ გლობალურ ომში უნდა გაეწია”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა.