ირაკლი კირცხალია – თანასწორუფლებიანობის ინდექსის კვლევაზე: ძალიან საინტერესოა, რადიკალური ოპოზიცია რომელ კვლევას ენდობა? როგორ შეიძლება თქვა საერთაშორისო ინსტიტუციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა, რომ არ ენდობი

ძალიან საინტერესოა, რადიკალური ოპოზიცია რომელ კვლევას ენდობა? როგორ შეიძლება თქვა საერთაშორისო ინსტიტუციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა, რომ არ ენდობი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია საქართველოსთან მიმართებაში თანასწორუფლებიანობის ინდექსზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.

„თითქმის ყველა ინდექსით ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, არამედ კანდიდატ ქვეყნებს, წევრ ქვეყნებს. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ არ ენდობიან, ძალიან საინტერესოა, მაშინ რომელ კვლევას ენდობიან? როგორ შეიძლება თქვა საერთაშორისო ინსტიტუციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა და ერთგვარი მეტრია ყველა განვითარებული ქვეყნისთვის და ზოგადად საერთაშორისო დონეზე – როგორ შეიძლება, რომ არ ენდობოდე!“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები