გია ვოლსკი – Responsible Statecraft-ის სტატიაზე: ეს არის ანალიტიკოსის მიერ გაკეთებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული სტატია
ეს არის ანალიტიკოსის მიერ გაკეთებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული სტატია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ამერიკული ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია.
„ეს არ არის შეკვეთილი სტატია, ეს არის ანალიტიკოსის მიერ გაკეთებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ამბობს, რომ მთავარ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც კი ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვს საკმაოდ პროფესიონალური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ არის ომის მონაწილე იქიდან გამომდინარე, რომ მის ინტერესებს არ შეესაბამება ეკონომიკური და ფიზიკური დაპირისპირება რუსეთთან და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა პრორუსულია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ Responsible Statecraft გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“.