ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება მედიის ნებისმიერ სფეროში, ალბათ ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ექნება დასაკვეხნად
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„საკმარისია, სულ მცირე, ელემენტარული მონიტორინგი ჩაატარო იმისა, თუ რამდენი მაუწყებელი არის საქართველოში და მათი სარედაქციო პოლიტიკა მაინც შეაფასო, რომ დაინახო სპექტრი მრავალფეროვნებისა. პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება მედიის ნებისმიერ სფეროში, ალბათ ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ექნება დასაკვეხნად. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, მოლდოვაზე, სადაც პირდაპირი ცენზურა არის დაწესებული მედიასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშში, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 103-ე ადგილს იკავებს. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველომ 26 ადგილით უკან გადაინაცვლა.