ირაკლი ქადაგიშვილი – „ევროპულ საქართველოზე“: ეს არის ერთი დიდი „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაშლილია რამდენიმე ნაწილად
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის წასვლას გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დაშლილი, რამდენიმე ნაწილად და მათ შიგნით ხდება მუდმივი დუღილი დაპირისპირების, გადაჯგუფება-გადმოჯგუფების პროცესები. ეს არის, რაღაც ერთი შეკრული წრე, რომელიც საზოგადოების არც თუ ისე დიდი ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და აქედან გამომდინარე, მათ გადაადგილება-გადმოადგილებას, შიდა დუღილებს დიდი ზეგავლენა საზოგადოების დიდ ნაწილზე და ქვეყანაზე არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.