ირაკლი ქადაგიშვილი: რაიმე პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ არ შეიძლება ჰქონოდათ ანაკლიის პროექტის იმ დროინდელ მესვეურებს

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სახელმწიფომ თავის დროზე, როდესაც მიანიჭა მას (მამუკა ხაზარაძე) უფლება, რომ ანაკლიის პროექტი განევითარებინა, სახელმწიფომ ყველა შესაძლო დახმარება აღმოუჩინა ამ პროექტის განხორციელებას. რაიმე პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ არ შეიძლება ჰქონოდათ ანაკლიის პროექტის იმ დროინდელ მესვეურებს. ამავდროულად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სასამართლომ მათ დააკისრა ბანკიდან თანხების არამიზნობრივად გატანასა და მითვისებასთან დაკავშირებით, რასაც თაღლითობის კვალიფიკაცია მიენიჭა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან დაკავშირებით რაიმე კავშირი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა წააგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები