არჩილ გორდულაძე – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: მთავარი კითხვაა, რატომ მალავენ ოპოზიციონერები და ოპოზიციური ტელევიზიები ამ საქმეს

“მთავარი კითხვა ახლა არის, ის, თუ რატომ მალავენ ოპოზიციონერები და ოპოზიციური ტელევიზიები ამ საქმეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი.

„მთავარი კითხვა ახლა არის, რატომ მალავენ ოპოზიციონერები და ოპოზიციური ტელევიზიები ამ საქმეს და თითქოს, არც აინტერესებთ, როდესაც საქმე ეხება მომზადებას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის, როგორიც არის ტერორიზმის საქმე და განსაკუთრებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები